Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაპორტა, ანიელი და პერესი უახლოეს დღეებში შსეხვედრას გამართავენ…

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პერესი, ლაპორტა და ანიელი ერთმანეთს შეხვდებიან და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებენ.

წყაროს ცნობით, მხარეების მთავარი განსახილველი საკითხები გუნდების ფინანსური სიტუაცია, სუპერ ლიგის პროექტის განვითარება და ჩელსის, პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის მხრიდან ფინანსური Fair Play-ს აშკარა დარღვევის საკითხები იქნება, რომელზეც UEFA არანაირ კომენტარს არ აკეთებს და არც რეაგირებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ შესაძლო სანქციებს იმ გუნდებსი მიმართ, რომლებმაც სუპერ ლიგა კონტრაქტების მიუხედავად დატოვეს და მათ შესაძლოა საკმაოდ მსუყე ფინანსური ჯარიმების გადახდა მოუწიოთ.