Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაპორტა:“ სუპერ ლიგა ცოცხალია“

ბარსელონას პრეზიდენტმა სუპერ ლიგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი ცოცხალია და ის აუცილებლად დაბრუნდება.

„სუპერ ლიგა ცოცხალია, UEFA-სგან განხორციელებული ყველა ზეწოლა თუ მუქარა წარუმატებლად დასრულდა. 3 გუნდი (იუვე, ბარსა და რეალი) პროექტის ინტერესებს იცავენ და ჩვენ ყველა სასამართლოში დამაჯერებლად ვიმარჯვებთ.

„პროექტი შესაძლოა დახვეწას საჭიროებს და ის სხვა ფორმატით გაიმართოს, მაგრამ სუპერ ლიგა აუცილებლად შეიქმნება. ჩვენ ძალიან ბევრი გუნდის მხარდაჭერა გვაქვს, რომლებიც UEFA-ს მუქარების გამო ამას ღიად ვერ აცხადებენ.

„UEFA პროექტის შესაჩერებლად ყველა ხერხს ხმარობს, მაგრამ ეს არ გამოუვა. ეს მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი იქნება, რომლის წყალობითაც გუნდები დიდ მოგებას ნახავენ და ფინანსურ პრობლემებს ჩვენ ერთად მოვერევით.“