Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუდრუპმა ერიქსენს გუნდის გამოცვლა ურჩია

ლეგენდარულმა დანიელმა ფეხბურთელმა, მიკაელ ლაუდრუპმა კრისტიან ერიქსენზე ისაუბრა. ერიქსენმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 7 შეხვედრა გამართა და ჯერჯერობით მის ანგარიშზე არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ არის.

„არ მჯერა, რომ ის იტალიურ ფეხბურთს ვერ ერგება. უდაოა, რომ ერიქსენი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. მას ზურგს ორი ნახევარმცველი უმაგრებს, წინ კი გიგანტი ლუკაკუ ჰყავს, რომელიც ბევრს მოძრაობს და ძალიან ტექნიკური ლაუტარო.

„ჩემი აზრით, საქმე არა ადაპტაციაში, არამედ მენტალობაში და კულტურაში უნდა იყოს, თუმცა იმას ვერ დავიჯერებ, რომ ტაქტიკურად ის გუნდს ვერ ეწყობა.

„უკვე არაერთხელ წავიკითხე, რომ მილანური პრესა მის წასვლას აანონსებს, ჟურნალისტებმა კი თავიანთი საქმე კარგად იციან და ასეთ რამეს ტყუილა არ დაწერდნენ, შესაძლოა მათ ეს ინფორმაცია გუნდის შიგნიდანაც აქვთ.

„ჩემი აზრით, ერიქსენმა ახალი გუნდი უნდა მონახოს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. არავინ გადაიხდის დიდ თანხას ფეხბურთელში, რომელიც ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი.“