Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარომ საკუთრ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

რამდენიმე კვირის წინ ლაუტარო მარტინესის აგენტმა ღიად განაცხადა, რომ ჯერჯერობით არგენტინელი ფეხბურთელი ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა, რამაც იტალიურ მედიაში მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები აქტუალური გახადა.

თუმცა Gazzetta.it-ის ინფორმაციით, სიმონე ინძაგისა და ლაუტაროს საუბრის შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა ინტერში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვიტა და კოპა ამერიკას ფინალის შემდეგ, როესაც ის ბენეამატას დაუბრუნდება, მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

წყაროს ცნობით, რამდენიმე ევროპულმა გრანდმა ინტერთან ლაუტაროს ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოწყება სცადეს, თუმცა ჰაკიმის შემდეგ ნერაძური არც ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.