Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტაროს აგენტი:“ ახალ კონტრაქტზე არ ვმუშაობთ“

ლაუტარო მარტინესის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

„სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძალიან ბევრი იწერებოდა, რომ ის სხვა გუნდში გადადიოდა, თუმცა სინამდვილეში არც ერთ დაინტერესებულ კლუბს კონკრეტული წინადადებით არ მოუმართავთ.

„მას ინტერთან კიდევ 2 წელი აკავშირებს და ჩვენ ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე არ გვისაუბრია.

„ევროპაში გადმობარგების შემდეგ, მან ძალიან მოუმატა და გასაკვირი არ არის, რომ მისი გაფორმება ბევრ გუნდს სურს, თუმცა ის ინტერში თავს ძალიან კარგად გრძნობს და ჯერჯერობით გუნდის გამოცვლაზე არ ფიქრობს.

„სურს თუ არა მას მესისთან ერთად თამაში ? რა თქმა უნდა, ნებისმიერ არგენტინელს სურს ლეოსთან თამაში, თუმცა ეს არაფერს ცვლის.“