ლაუტაროს აგენტი:“ მარტინესი ინტერში ბედნიერია“
ლაუტარო მარტინესის და აშრაფ ჰაკიმის აგენტმა ალეხანდრო კამანომ თავისი კლიენტების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომ ლაუტარომ შესაძლოა გუნდი დატოვოს, მინდა გითხრათ, რომ ის ინტერში ბედნიერია, ნერაძურისთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს და ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.
„ჰაკიმი პსჟ-ში ? ჯერჯერობით საბოლოო თანხმობა მიღწეული არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება. ინტერის დატოვება მარტივი არ არის და ყველა, ვინც გუნდს ტოვებს, ამის გამო ყოველთვის მოწყენილია…“