Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ მარტინესი ინტერში ბედნიერია“

ინტერის არგენტინელი ფორვარდის ლაუტარო მარტინესის აგენტის თქმით, ელ ტორო ბენეამატას რიგებში ბედნიერია და ბევრი დაინტერესებული გუნიდს მიუხედავად, ის ნერაძურის დატოვებას არ აპირებს.

„ინგლისიდან ჩვენ არაერთი წინადადება მივიღეთ, მაგრამ დღეისათვის ლაუტარო ინტერში ბედნიერია, გუნდი უყვარს და აქ დარჩენა სურს.

„მომდევნო კვირაში ჩვენ ინტერთან შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სურვილი ნათელია, დანარჩენი კი ინტერის ხელშია.“