Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ მარტინესის პრიორიტეტი ყოველთვის ინტერში დარჩენა იყო“

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლაუტარო მარტინესის ინტერიდან წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა და რომ არა ჩელსის ინტერესი ლუკაკუს მიმართ, დიდი ალბათობით გუნდს არა ბელგიელი, არამედ არგენტინელი ფორვარდი დატოვებდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, ლაუტაროს პრიორიტეტი ყოველთვის ბენეამატას რიგებში დარჩება იყო.

„სატრანსფერო ფანჯარა იხურება და როგორც იქნა, ლაუტაროს სახელით სპეკულაცია მედიაში შეწყდება. ჩვენ დღეს ის და მისი ოჯახი გავაბედნიერეთ, რადგან მას ინტერში დარჩენა სურდა და ასეც მოხდა.“

ინტერი ლაუტარო მარტინესთან ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობს და დიდი ალბათობით, 24 წლის არგენტინელი ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს, რომლსი მიხედვითაც ის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.