Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ მარტინესის მომავალი ინტერთან არის დაკავშირებული“

ლაუტარო მარტინესის აგენტის ალეხანდრო კამანოს თქმით, არგენტინელი ფორვარდი ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივების გამო ბედნიერია.

24 წლის ფორვარდმა ინტერთან კონტრაქტი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურებოდა, ცოტა ხნის წინ 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„ჩვენ ინტერთან ლაუტაროს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ის ბედნიერია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„მისი მოამვალი ინტერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მჯერა, რომ მას ნერაძურისთან ერთად დიდი წარმატებები ელოდება.“