Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ ჩვენ გუნდისგან გარანტიებს ვითხოვთ…“

ლაუტარო მარტინესის აგენტმა ალეხანდრო კამანომ ინტერს შეუთვალა, რომ სანამ არგენტინელი ფეხბურთელი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, მას გარანტიები სჭირდება.

ნერაძური ფინანსური კრიზისის გამო სერიოზულ პრობლემებშია და არც ფეხბურთელების და არც კონტეს გუნდში დარჩენა გადაწყვეტილი არ არის.

„ჩვენ მშვიდად ვართ, მაგრამ ინტერში არსებული სიტუაცია მომავალზე საუბრის საშუალებას არ გვაძლევს.

„ლაუტარო ინტერში ბედნიერია, მან ახლახანს სკუდეტო მოიგო და გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ ჩვენ სამუდამოდ მოცდა არ შეგვიძლია.

„ახლა კონტრაქტზე საუბარი ადრეა, ჩვენ პირველ რიგში გვსურს, რომ გუნდის სამომავლო ხედვაზე უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას.“

გუშინ ლაუტაროსა და კონტეს შორის მცირე ინციდენტი მოხდა (იხილეთ აქ) და მისი აგენტის ასეთი კომენტარი ამის შემდეგ საკმაოდ უცნაურია…