Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტაროს ბარსაში გადასვლა აღარ სურს

მას შემდეგ, რაც ლეო მესის ბარსელონაში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ლაუტარო მარტინესს, რომელსაც ბარსელონასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა, ბლაუგრანაში გადასვლა აღარ უნდა და მზად არის, გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ლეო მესისთან ერთად თამაში იყო ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ლაუტაროს ნერაძურის დატოვება სურდა და მესის წასვლასთან ერთად, გუნდი აბსოლუტურ ქაოსშია, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერის განვითარებისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.

მესი ვალდებული იყო, დღეს ბარსელონაში წინა-სასეზონო სამედიცინო შემოწმება გაეარა, თუმცა არგენტინელი იქ არ მივიდა, რაც მის წასვლაზე ხმებს უფრო რეალურს ხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.