Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტაროს ბარსელონაში ტრანსფერი ერთ რამეზეა დამოკიდებული…

ბარსელონამ რომ მარტინესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა,ეს ყველასთვის ცნობილია,თუმცა მას შემდეგ,რაც არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი აქტიური აღარ არის,ბარსელონას ტრანსფერის თაობაზე ინტერთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

ნერაძურის ხელმძღვანელებმა კი განაცხადეს,რომ გუნდი გამოსასყიდი პუნქტის ამოწურვის შემდეგ ლაუტაროს არ გაყიდიდა,თუმცა არგენტინელის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები თამაში ინტერს რთულ სიტუაციაში აგდებს,რადგან ფეხბურთელს აშკარად ეტყობა,რომ ბარსელონაში გადასვლა და მესის გვერდით თამაში სურს.

მიუხედავად ამისა,ინტერი ფეხბურთელს იაფად მაინც არ გაუშვებს და ESPN-ის მტკიცებით,კატალონიელები მას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიფორმებენ.

ესპანური გრანდის მესვეურები უკვე დიდი ხანია ცდილობენ,რომ კოუტინიო რომელიმე გუნდს მიჰყიდონ და მარტინესის ტრანსფერისთვის ფული სწორედ ბრაზილიელის გასხვისებით გამოიმუშაონ.

კოუტინიომ ეს სეზონი ბაიერნში იჯარის წესით გაატარა,თუმცა გერმანელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და რთული წარმოსადგენია,ვინ გადაიხდის ბრაზილიელ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს.

Leave a Reply

Your email address will not be published.