Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 170 მილიონი ევრო იქნება

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ინტერი ლაუტარო მარტინესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე მუშაობს.

23 წლის არგენტინელის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ძალა 2023 წლის სეზონის ბოლომდე აქვს, ნერაძური ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, ლაუტაროს კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გაფორმება ნებისმიერ მსურველს 170 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა აქამდე 111 მილიონი იყო.