Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ ჩაიდება

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ინტერმა ლაუტარო მარტინესის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში არგენტინელი ფორვარდი ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერს ხელს.

24 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ ბენეამატას რიგებში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი წლიური გასამრჯელო 6.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლაუტაროს ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც ახლა 111 მილიონი ევროა, მითითებული აღარ იქნება.