Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ინტერმა არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბისგან ლაუტარო მარტინესის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ინფორამცია მიიღო და საბედნიეროდ ელ ტოროს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

SportMediaset-ის ცნობით, 24 წლის ფორვარდს, რომელსაც მოედნის დატოვება ბრაზილიასთან მატჩის მსვლელობისას პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია, უბრალოდ მცირე დალურჯება აქვს და მის თამაშს ნაპოლის წინააღმდეგ მომდევნო ტურში საფრთხე არ ემუქრება.

ალექსის სანჩესს რაც შეეხება, რომელმაც დაზიანება ჩილეს ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, მას სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, თუმცა პირველადი ინფორამციით ალექსისს კუნთის ტრავმა აქვს.