Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო ახალ კონტრაქტს ოთხშაბათს გააფორმებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესსა და ინტერს შორის ახალ კონტრაქტზე ყველაფერი მოგვარებულია და არგენტინელი ფორვარდი ხელშეკრულებას ოფიციალურად ოთხშაბათს გააფორმებს.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი ინტერში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 6.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ფეხბურთელის კონტრაქტში 111 მილიონ ევროდ მითითებული გამოსასყიდი პუნქტი.