Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ ბარსელონაში ტრანსფერთან ძალიან ახლოს ვიყავი“

ლაუტარო მარტინესმა დაადასტურა, რომ ის ბარსელონაში ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა ბედნიერია, რომ საბოლოოდ ნერაძურიში დარჩა.

„მე ბარსელონაში ტრანსფერთან მართლაც ძალიან ახლოს ვიყავი და ამ თემასთან დაკავშირებით ლეო მესისაც ვესაუბრე.

„თუმცა, ბლაუგრანას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და გადავწყვიტე, რომ ინტერში დავრჩენილიყავი, რაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

„ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ სკუდეტო მოვიგეთ, მე როგორც ფეხბურთელი ძალიან განვითარდი, რაც ინტერის და მწვრთნელის დამსახურებაა.“

გათიშვა