ლაუტარო და ლუკაკუ ბოლო – ბოლო 30 წლის საუკეთესო ინტერის დუო

გასული 30 წლის მანძილზე,ნერაძურის ვერც ერთმა დუეტმა ვერ შეძლო ისეთი შედეგის დაფიქსირება,როგორსაც მარტინესი და ლუკაკუ დებენ.

ბელგიელმა და არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა გამართეს და ჯამურად 30 გოლის გატანა მოახერხეს.

გასული 30 წლის მანძილზე ინტერის მაისურით ისეთი დუეტები უტევდნენ,როგორებიცაა – ვიერი და ადრიანო,ვიერი და რეკობა,იბრაჰიმოვიჩი და კრუზი,რონალდო და ჯორკაეფი,დიეგო მილიტო და სამუელ ეტო’ო,თუმცა ლუკაკუ-მარტინესის შედეგი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირებია.

მეორე ადგილზე ლიგაში ამ მაჩვენებლით ლაციოა.ჩირო იმობილეს და კორეას ერთად 34 გოლი აქვთ გატანილი,მესამეზე კი დიბალა-რონალდუს ტანდემია 30 გოლით.

Leave a Reply

Your email address will not be published.