Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო:“ დღეს ინტერის ფეხბურთელი ვარ, ხვალ რა მოხდება არავინ იცის“

ლაუტარო მარტინესმა შახტართან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მე ყოველდღე ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. დღეს მე ინტერის შემადგენლობაში ვარ და მინდა, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

„ინტერში ბედნიერი ვარ, და მინდა, რომ ნერაძურისთან ერთა ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გავიდე, თუმცა ხვალ რა მოხდება არავინ იცის, დღეს მე ინტერის ფეხბურთელი ვარ და ეს მაკმაყოფილებს.

„ჯენოას შემდეგ ინციდენტი ? არაფერი საინტერესო არ მომხდარა, მე უბრალოდ ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან ისეთი თამაში არ გამომივიდა, როგორიც მსურდა, იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთესად ვითამაშებ.“