Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ ინტერის ქომაგებს ბოდიში მოვუხადე“

ლაუტარო მარტინესმა, რომელმაც რომელმაც ნაპოლის კარში გოლის გატანა მოახერხა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნერაძურიმ სან სიროზე პარტენოპეი დაამარცხა და ტოპ 5 ჩემპიონტში დაუმარცხებელი გუნდი აღარ არსებობს.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. გასულ ტურებში პირდაპირ კონკურენტებთან შეხვედრებში მეტი დავიმსახურეთ და დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ძლიერები ვართ.

„ზოგჯერ საბოლოო შედეგი ჩვენს სასარგებლოდ არ არის, მაგრამ ინტერი მცდელობას არასოდეს აკლებს და ჩვენ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

„რატომ მოვუხადე ბოდიში ქომაგებს ? მე თითქმის ერთი თვეა გოლი არ გამიტანია. როგორც არაერთხელ ვთქვი, მე ყოველთვის გუნდის წარმატებაზე ვმუშაობ და არ აქვს აზრი, გავიტან თუ არა, თუმცა ვიცი, რომ ქომაგები ჩემგან სწორედ გოლებს ელოდებიან. ინტერი ჩემი ოჯახია და ბედნიერი ვარ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.“