Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო ინტერს ლაციოსთან ვერ დაეხმარება

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს მომდევნო მატჩში ლაციოს წინააღმდეგ ინტერს დიდი ალბათობით გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლაუტარო მარტინესი ვერ დაეხმარება.

მარტინესმა, რომელმაც არგენტინის ნაკრებში იმყოფება, ვარჯიშის დროს კუნთის დაზიანება მიიღო და გუშინდელ მატჩში პარაგვაის წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით მისი დაზიანების სირთულე ცნობილი არ არის, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ 16 ოქტომბერს ჩანიშნული მატჩისთვის მან მომჯობინება მოახერხოს.