Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ ინტერს სკუდეტოს მოპოვება სურს“

ლაუტარო მარტინესმა ტორინოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მძიმე ბრძოლაში, რომელშიც ტურინელები ლიდერობდნენ კიდეც, ლაუტაროს და ლუკაკუს გოლებით ინტერმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სკუდეტოსკენ იდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ტორინოს ქულები სჭირდებოდა და ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა დასაკარგი ქულები არც ჩვენ გვაქვს. ეს რთული დაპირისპირება იყო, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და ბედნიერები ვართ.

„გუნდი ყოველდღე დაუღალავად ვარჯიშობს, რომ რაღაც მნიშნელოვანი მიზნისთვის იბრძოლოს და დღეს ხარისხი, გუნდურობა და ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ.

„ჩვენ გამარჯვება გვსურს და მნიშვნელოვა არ აქვს, თუ ვინ გაიტანს გოლს.

„ჩემი კონტრაქტი ? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ინტერს გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც პროცესი ფერხდება, რა მოხდება მომავალში ერთად ვნახავთ.“

გათიშვა