Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო:“ ინტერში ტიტულის მოსაგებად მოვედი“

ინტერმა წლის ბოლო მატჩი ვერონას წინააღმდეგ ლაუტარო მარტინესის და მილან შკრინიარის გოლებით მოიგო.

შეხვედრის შემდეგ არგენტინელმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღეს ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, თუმცა არ დავნებდით და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ამის მიუხედავად ინტერმა მონდომება გამოავლინა და მეორე ტაიმმა ჩვენი კარნახით ჩაიარა.“

ინტერი ამ მომენტისთვის 33 ქულით სერია ა-ს ცხრილს ლიდერობს.

„მე ინტერში ტიტულის მოსაგებად მოვედი. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ, რომ ცხრილის სათავეში დავრჩეთ. წინ ბევრი რთული შეხვედრა გველოდება, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და გვჯერა, რომ ბოლოს ტიტული ჩვენ დაგვრჩება.“