Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო ინტერში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი და ლაუტარო ახალ კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულები არიან და არგენტინელი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს, რის შემდეგაც ის გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

წყაროს ინფორმაციით, 24 წლის არგენტინელი ფორვარდი ბენეამატასთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 6 მილიონი იქნება, რაც ბონუსებით 6.5 მილიონამდე გაიზრდება.

ლაუტაროს გარდა, ინტერი ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს ხვალიდან შეუდგებეა და სანაკრებო პაუზის პროდუქტიულად გამოყენებას გეგმავს.