Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო:“ კონტე ჩემს განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“

ინტერის არგენტინელმა ფორვარდმა გამოცემა FCInterNews-თან საუბრის დროს ანტონიო კონტეს მადლობა გადაუხადა.

„კონტე ყოველთვის ცდილობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად იდეალურად იგრძნოს.

„მისი ინტერში მოსვლის დღიდან კონტე ჩემს განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს და მას სურს, რომ მე თამაშიდან თამაშამდე მოვუმატო, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მმატებს.

„სკუდეტო ? ინტერში ძალიან ბევრი გამორჩეული მახასიათებლების მოთამაშე ირიცხება. ჩვენ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა, თუმცა ახლა იქ ვართ, სადაც ჩვენ გვსურს. თუ უფრო მეტს ვიმუშავებთ და მოედანზე უფრო მეტად დავიხარჯებით, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია.

„იუვენტუსი ბოლო წლებში იტალიაში გამორჩეული გუნდი იყო, თუმცა წელს სერია ა უფრო დაბალანსებულია.“

ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.