Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ ლუკაკუს ტემპში თამაში ზოგჯერ ძალიან რთულია“

ლაუტარო მარტინესმა ლაციოსთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც ნერაძურის გამარჯვებით 3 – 1 დასრულდა და ინტერმა სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„რომელუ გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობს და ზოგჯერ, მე სირბილის დაწყება ადრე მიწევს, რომ კონტრ-შეტევებზე მის ტემპს ავყვე, ის ძალიან სწრაფია…

„ლაციოსთან გამარჯვებით და პირველ ადგილზე ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ, ჩვენ ამაზე სეზონის სტარტიდან ვმუშაობდით. როგორც მწვრთნელმა თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამიტომ ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი დერბი გველოდება და თუ ჩვენ ლიდერობის შენარჩუნება გვინდა, ამ მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ“