Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო მარტინესის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ლაუტარო მარტინესის აგენტის თქმით, არგენტინელი ფეხბურთელი ბენეამატას რიგებში ბედნიერია და მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ლაუტარო იტალიაში ბედნიერია. მას იტალიური ფეხბურთი ძალიან მოსწონს.

„ჩვენ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვაწარმოებთ და მე მჯერა, რომ ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება.

„სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, ლაუტარო კი ბედნიერია, რომ გუნდში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს.

„ლაუტარო ნაპოლიში ? არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ჩემი რომელიმე კლიენტი აძურის რიგებში ითამაშებს, რადგან მათ მიმართ მე გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს.“