Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო მარტინესის შეძენა რეალსაც მოუნდა?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით,ბარსელონას სატრანსფერო სამიზნის,ლაუტარო მარტინესის გაფორმებას მადრიდის რეალიც შეეცდება.

მადრიდელებმა 22 წლის შემტევის გაფორმების სურვილი უკვე დააფიქსირეს და კატალონიელებისგან განსხვავებით,ფინანსურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

კარიმ ბენზემამ თავისი საუკეთესო წლები უკან მოიტოვა,ხოლო ლუკა იოვიჩის და მარიანო დიასის თამაშით უკმაყოფილო მადრიდელები შემტევითი პოტენციალის გაძლიერებას მარტინესით გეგმავენ.

ბარსელონა კვლავ ფავორიტებად მიიჩნევიან,რადგან მათ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს,თუმცა ეს შესაძლოა ძალიან მალე შეიცვალოს.

ინტერი თავის მხრივ არგენტინელის გამოსასყიდი თანხის,111 მილიონი ევროს მიღებას აპირებს და ფასის დაკლებას არც კი განიხილავს.