ლაუტარო მარტინესის 2 შემცვლელი…

ტორინოს ანდრეა ბელოტი და არსენალის პიერ-ემერიკ ობამეიანგი ის ორი ფეხბურთელია,რომელთაგან ერთ-ერთის გაფორმებას ინტერი შეეცდება,თუ გუნდი ლაუტარო მარტინესმა დატოვა.

ლაუტარო მარტინესი უკვე დიდი ხანია ბარსელონას ნომერი პირველი სატრანსფერო სამიზნეა და ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით,ინტერი მზად არის 111 მილიონის ნაცვლად,არგენტინელის ტრანსფერში 90 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი მიიღოს.

იტალიური პრესის მტკიცებით,ინტერის ხელმძღვანელობა ობამეიანგის კანდიდატურას ემხრობა,თუმცა კონტეს ბელოტი უნდა.

ობამეიანგის კონტრაქტი მომავალ სეზონში იწურება და ლონდონელები მის სანაცვლოდ დიდ თანხას ვერ მოითხოვენ.ბელოტი კი თავის მხრივ მილანელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published.