Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო მარტინესი ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესი ინტერთან კონტრაქტს უახლოეს კვირეებში გაახანგრძლივებს.

მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს ბოლო თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ და როგორც ჩანს, შეთანხმებას მიაღწიეს კიდეც.

წყაროს მტკიცებით, ლაუტარო მარტინესი ნერაძურისთან კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს და მისი ანაზღაურება სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება, რასაც სხვადასხვა ბონუსებიც დაემატება.