Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო მარტინესი ტრავმირებულია

არგენტინული წყაროების ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესმა კუნთს ტრავმა მიიღო და ის პარაგვაის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

არგენტინის ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პარაგვაის დაუპირისპირდება და მოსალოდნელი იყო, რომ ლაუტარო შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებდა, მაგრამ Radio La Red, TNT Sport Argentina და სხვა გამოცემები ამტკიცებენ, რომ ელ ტორო ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა მისი დაზიანება და მოუწევს თუ არა ინტერს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე სერია ა-ს მატჩების ჩატარება.