Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო მარტინესმა ინტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა

ლაუტარო მარტინესის აგენტმა დაადასტურა, რომ ინტერის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა.

არგენტინელი ფორვარდის მიმდინარე ხელშეკრულება ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ბენეამატას კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლამდე სურდა, რაზეც უარი მიიღო.

„ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ როგორ წარიმართება სატრანსფერო ფანჯარა და რა სიტუაცია იქნება ინტერში ფინანსური კუთხით.

„მათ ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოგვმართეს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ის ხელშეკრულება გვაკმაყოფილებს, რომელცი გაფორმებულია.

„ბარსელონას ინტერესი ? ბარსაში თამაში ყველას სურს, რადგან კატალონიელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდი ჰყავთ და გამორჩეული არც ლაუტაროა, თუმცა ბარსელონადან ჩვენთვის არავის დაურეკავს, ამიტომ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ.

„მე გასულ სეზონში რა მოხდა ვერ ვისაუბრებ, რადგან ლაუტაროს აგენტი რამდენიმე თვის წინ გავხდი. მარტინესი ყველა გამოწვევისთვის მზად არის, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია.“