Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო მარტინესმა რონალდოს გადაასწრო

ლაუტარო მარტინესმა გუშინ სალერნიტანას კარში გოლის გატანა მოახერხა, რაც მან ზედიზედ მე-5 შეხვედრაში შეძლო და არგენტინელმა ფეხბურთელმა ლეგენდარულ რონალდოს გადაასწრო.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს გოლი ლაუტაროსთვის ინტერის მაისურით მე-60 გამოდგა, რისთვისაც მას 154 მატჩი დასჭირდა და ამ მაჩვენებლით ნერაძურის ბომბარდირთა დავაში 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ლაუტაროს შემდეგი სამიზნე სიაში რომელუ ლუკაკუა, რომელსაც 95 მატჩში 64 გოლი დაუგროვდა.