Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო მარტინესს ხელფასის გახუთმაგება სურს

ინტერი ლაუტარო მარტინესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, თუმცა ნერაძურის ხელძღვანელობას წინ რთული მოლაპარაკებები ელის.

ლაუტარო მარტინესი მანჩესტერ სიტის და ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ინტერს სურს, რომ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხოს.

23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად ინტერში სეზონში გასამრჯელოს სახით 1.5 მილიონ ევროს იღებს და ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ამიტომ ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 7.5 – 8 მილიონი ევრო სურს.

მანჩესტერ სიტი კუნაგუეროს შემცვლელს ეძებს და ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ ინგლისელები ლაუტაროს აგუეროს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ და მზად არიან, რომ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, ლაუტაროს კი მოთხოვნილი პირობები დაუკმაყოფილონ.