Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ მესის ჩემი ხილვა ბარსელონაში სურდა“

2020 წელს იტალიურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ბარსელონა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერით ინტერესდებოდა და მისი ბლაუგრანაში გადასვლა დროის საკითხი იყო, თუმცა საბოლოოდ ელ ტორომ ინტერთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და მისი თქმით, ბენეამატაში დარჩენის ძალიან ბედნიერია.

„მართალია, მესის ჩემი ბარსელონაში ხილვა უნდოდა და ამ საკითხზე არგენტინაში სანაკებო პაუზების დროს ხშირად გვისაუბრია.

„ის გუნდში არსებულ სიტუაციაზე მელაპარაკებოდა, თუმცა მე სიმშვიდეს არ ვკარგავდი და ინტერთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაგრძელებდი, რადგან აქ ბედნიერი ვარ. მე და ჩემი ოჯახი მილანში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში, ნერაძური კი ჩემი მეორე ოჯახი გახდა.

„ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერი ? ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. რომელუ ინტერში ბედნიერი იყო, მაგრამ მან წასვლა გადაწყვიტა, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ.

„მე ინტერში ყოფნის პერიოდში მამა გავხდი, განვითარდი როგორც ფეხბურთელი, ასევე როგორც ადამიანი და არ არსებობს მიზეზი, რატომაც მე გუნდის დატოვება მენდომებოდა.

„ზოგჯერ მე კონტროლს ვკარგავ და ძალიან ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ ამ პრობლემაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაო.

„ინძაგი ? ის მე ძალიან მეხმარება. მე მწვრთნელებისგან ყოველთვის ბევრს ვსწავლობ. ისინი უფრო გამოცდილები არიან და იციან, თუ რა არის ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის საუკეთესო.

„ჩვენ კარგი ტემპი გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. წინ რომასთან და მადრიდის რეალთან მატჩები გვაქვს და ორივე მათგანი ძალიან მნიშნელოვანია.“

ლაუტარო მარტინესი ინტერს 2018 წელს რასინგიდან, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ, ელ ტორომ ბენეამატას რიგებში სერია ა-ში 151 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 57 გოლი გაიტანა და გუნდს გასულ სეზონში სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა.