Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაუტარო:“ საოცნებო ღამე გამოვიდა“

5 გატანილი გოლი, სრული დომინაცია, ანტონიო კონტეს მასტერკლასი და ინტერი ევროპა ლიგის ფინალში სევილიას დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ კომენტარი 2 გოლის ავტორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ლაუტარო მარტინესმა გააკეთა:

„შესანიშნავი ღამე ვიდა. ზუსტად ისეთი, როგორზეც მეც და მთელი გუნდიც ვვოცნებობდით. უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ასე კარგად ვითამაშე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახეთ ყველა, რომ ინტერი ფინალისთვის მზად არის!

„ეს გოლები ძალიან დამეხმარებიან, რადგან გარკვეული ჩავარდნა მქონდა და ფსიქოლოგიურად გოლის გატანა ძალიან მჭირდებოდა. გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ ჩვენი მებრძოლი ხასიათი ყველას დავანახეთ. ინტერი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გოლები ჩემს ცოლს და შვილს მივუძღვენი, რომელსაც ველოდები.

„გუნდი დღითი დღე უკეთესად გამოიყურება როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები ერთმანეთს მოედანზე ძალიან კარგად ვუგებთ, რაც შედეგზეც აისახება.

„წინ კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა გველის. სევილია ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ამ ტურნირზე ბადალი არ ჰყავს. ახლა ჩვენი მიზანია რომ კარგად დავისვენოთ და სახლში ტიტულით ხელში წავიდეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.