Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ ჩემი განვითარება კონტეს დამსახურებაა“

ლაუტარო მარტინესმა სასუოლოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან მიზანთან ძალიან ახლოს ვართ და მნიშვნელოვანია, რომ არ მოვდუნდეთ.

„ჩვენ სატურნირო ცხრილს დამსახურებულად ვლიდერობთ, რადგან ინტერის მაისურით ვთამაშობთ და არ გვაქვს იმის უფლება, რომ დროზე ადრე მოვდუნდეთ.

„მე ინტერში ყოფნით უბედნიერესი ვარ, ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, რომ თამაშიდან თამაშამდე გავიზარდო. ჩემი თანაგუნდელები და სტაფი ბოლომდე მენდობა და მსურს, რომ მათი ნდობა გავამართლო.

„მინდა კონტეს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მისი დამსახურებით მე ტაქტიკურად და მენტალურად ძალიან გავძლიერდი.“