ლაუტარო:“ ჩვენ თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“
ინტერის ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა, რომლის დუბლის წყალობით ბენეამატამ კრემონეზე დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულებია, რომელიც გასულ ტურში მძიმე მარცხის შემდეგ ძალიან გვჭირდებოდა. შეხვედრა რთული გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ, მეტოქის გოლზე სწორი რეაგირება გვქონდა და საბოლოო ჯამში სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„არის თუ არა 20 გოლის გატანა ჩემი მიზანი ? იმედი მაქვს, რომ მე მაქსიმალურად ბევრ გოლს გავიტან, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს. მე მინდა გუნდს, ქომაგებს და თანაგუნდელებს დავეხმარო და ერთი მიზნისთვის ბრძოლაში ჩემი წვლილი შევიტანო.
„მიზანი მიმდინარე სეზონში ? ნაპოლისთან ჩამორჩენა ძალიან დიდია, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერი არ არის. ჩვენ სხვა გუნდების შედეგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და თითოეული ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება ჩვენი მაქსიმუმი ამ სეზონში.“