Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ ჩვენ ინტერი ვართ და ტიტულის დაცვას ვაპირებთ.“

ლაუტარო მარტინესმა ვენეციასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ წინ რთული მატჩი გველოდებოდა. პატარა სტადიონი, ბევრი ქომაგი და ძალიან კომპაქტური გუნდი, რომელიც თავს შესანიშნავად იცავს, თუმცა საბოლოოდ 3 ქულა მოვიპოვეთ და ამის გამო ბედნიერებ ივართ.

„სეზონის სტარტზე გარკვეული ქულები დავკარგეთ, მაგრამ ახლა სტაბილურობას ვიბრუნებთ და სატურნირო ცხრილში პოზიციებს ვიმაგრებთ. ჩვენ ინტერი ვართ, მოქმედი ჩემპიონები ვართ და ტიტულის დაცვას ვაპირებთ, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

„მსურს თუ არა ინტერის მომავალი ვიყო ? იმედი მაქვს, მე აქ 2018 წლიდან ვარ და ყოველთვის, როდესაც ინტერის მაისურს ვიცვამ, 100 პროცენტით ვიხარჯები. მე ნერაძურის რიგებში ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ ჩვენ წინ უფრო დიდი წარმატებები გველოდება.“