Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაქსალტის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა

Sky Italia ირწმუნება, რომ დიეგო ლაქსალტი კარიერას შოტლანდიაში, კერძოდ გლაზგოს სელტიკში გააგრძელებს.

დიეგო ლაქსალტი, რომელსაც თითქმის მთელი კარიერა სერია ა-ში აქვს გატარებული, მილანს 2018 წელს, ჯენოადან შეუერთდა, თუმცა გუნდს ვერ შეეწყო და როსონერის მაისურით მხოლოდ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი ტორინოში იჯარის წესით გაატარა.

ურუგვაელი ფეხბურთელი სელტიკს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ექნებათ თუ არა შოტლანდიელებს მისი გამოსყიდვის უფლება.