Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაქსალტს მსურველი ესპანეთში გამოუჩნდა

ალავესი მილანიც ნახევარმცველის, დიეგო ლაქსალტის იჯარის წესით აყვანას ცდილობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Calciomercato-ს ინფორმაციით,ალავესი, რომელმაც გასული სეზონი ლა ლიგაში მე-16 ადგილას დაასრულა, მილანის მოთხოვნილ 10 მილიონი ევროს გადახდას ვერ ახერხებს და იმედი აქვს, რომ როსონერი მისი იჯარით გაშვებას დასთანხმდება.

მილანს კი, თავის მხრივ, ფეხბურთელის გაყიდვა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, რომ მიღებული თანხა ტრანსფერებზე გამოყოფილ ბიუჯეტს დაამატოს.

ლაქსალტი, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით ტორინოში გაატარა, იჯარით წასვლას აღარ აპირებს და ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც მასში მილანის მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.