Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაქსალტს მსურველი რუსეთში გამოუჩნდა

მილანის საკუთრებაში მყოფმა დიეგო ლაქსალტმა გასული სეზონი სელტიკში იჯარის წესით გაატარა, თუმცა შოტლანდიელებმა მისი 8 მილიონად გამოსყიდვა არ ისურვეს და 28 წლის ფეხბურთელი როსონერის დაუბრუნდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ის სტეფანო პიოლის გეგმებში არ შედის და როსონერი ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს. რუსული გამოცემა soccer.ru-ს ცნობით, მოსკოვის დინამოს წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ურუგვაელი მარცხენა მცველის გაფორმებას სერიოზულად განიხილავენ.

გათიშვა