Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაცარი ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

დისციპლინარულმა კომისიამ ლაციოს უკანახაზელს მანუელ ლაცარის შეურაწმყოფელი ფრაზების გამოყენების გამო ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ფედერალურმა პროკურორმა ინტერთან მატჩის კადრები შეისწავლა და მეორე ტაიმის მე-7 წუთზე გამოყენებული ფრაზების გამო ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ოლიმპიკოზე სამპდორიასთან შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.