Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაცარი:“ სარის საფეხბურთო ხედვა ძალიან მომწონს“

მანუელ ლაცარიმ, რომელსაც ბოლო კვირეებში ინტერს უკავშირებდნენ, სატრანსფერო სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ ის სარის გუნდში თამაშით ბედნიერია და მზად არის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშოს.

„მწვრთნელმა გუნდში ახალი იდეები, ახალი ჰაერი მოიტანა, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს და ერთი სული გვაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი.

„ეს ლაციოში ჩემი მესამე სეზონია, მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩვენ ვარჯიშის მეთოდებიდან დაწყებული ტაქტიკით დამთავრებული ყველაფერი შევიცვალეთ. 4-მცველიან სისტემაზე გადასვლა მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მონდომებულები ვართ და თუ გუნდს დაჭირდება მზად ვარ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვითამაშო.

„სარის მოსვლა თითოეული ჩვენგანისთვის ახალი გამოწვევაა, რაც მოტივაციას კიდევ უფრო გვმატებს.

„ვფიქრობ, რომ ლაციოს 4-მცველიან სისტემაზე გადასვლის შემდეგ მე ნაკრებში მოხვედრის შანსი გამეზრდება, ეს კი ჩემი უდიდესი ოცნებაა.“