Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაცარი ტრავმირებულია

ლაციოში ტრავმების ეპიდემია გრძელდება და ამჯერად მისი მსხვერპლი მანუელ ლაცარი გახდა, რომელიც ნაკრებთან ერთად ბერგამოში იმყოფებოდა და ნიდერლანდების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა ის უკვე რომში დაბრუნდა და სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს.

26 წლის ფეხბურთელმა მოლდოვას წინააღმდეგ იტალიის ნაკრებში მეორე მატჩი ჩაატარა და ნიდერლანდებთან სასტარტო შემადგენლობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმამ ძირითად თერთმეტეულში მისი დებიუტი ჩაშალა.