Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ ალბერტოს ფასი დაადო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს ხელმძღვანელობასა და ლუის ალბერტოს შორის შეხვედრა გაიმართა და მხარეებმა შეათანხმეს თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბიანკოჩელესტი ესპანელ ფეხბურთელს შეელევა.

ლუის ალბერტომ შვებულება თვითნებურად გაიხანგრძლივა და გუნდს ღიად განუცხადა, რომ ლაციოს დატოვება სურდა, რის გამოც ის დაჯარიმდა და მაურიციო სარისთვის, ლაციოს დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, ბოდიშის მოხდა მოუწია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, კლაუდიო ლოტიტოსა და ლუის ალბერტოს შორის შეთანხმება შედგა და მხარეებს შორის სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. ლოტიტომ ესპანელ ფეხბურთელს აცნობა, რომ თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 50 მილიონს გადაიხდის, მას შეუძლია ბიანკოჩელესტის რიგები დატოვოს…