Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციომ ინტერს გალიარდინის ტრანსფერზე წინადადებით მიმართა

Tuttosport-ის ინფორმაციით,ლაციომ ნერაძურის ცენტრალური ნახევარმცველის, რობერტო გალიარდინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

ლაციალე მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და გუნდი შემადგენლობის გაღრმავებას ცდილობს,თუმცა ინტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

გამოცემის მტკიცებით,ნერაძური სხვა გამოსვალსაც სთავაზობს.ინტერს ლაციოს მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებაც სურს და მზად არის,გალიარდინი სერბი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართოს.

26 წლის ფეხბურთელი ინტერს 2017 წელს შეუერთდა და მისი კონტრაქტი გუნდთან 2023 წელს იწურება.მიმდინარე სეზონში მან ინტერის მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.