ლაციომ იუვენტუსი და ინტერი დაამარცხა

ვერონას მცველმა ინტერი და იუვენტუსი უარით გაისტუმრა და კარიერას რომში,ლაციოს შემადგენლობაში გააგრძელებს.

ალბანელი უკანახაზელის გაფორმების ფავორიტად ნერაძური მიიჩნეოდა,თუმცა მათ მთელი ყურადღება სანდრო ტონალიზე გადაიტანეს და ამით რომაელებმა ისარგებლეს.

ლაციოს ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და ამასთან ერთად ვერონაში ორ ფეხბურთელს გაუშვებს.პირველი მათგანი კრიშტიანუ ლომბარდია,რომელიც ახლა სალერნიტანაში იჯარის წესით თამაშობს,მეორე კი ვალონ ბერიშა.

20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ვერონას მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.