Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ კოსტიჩის სანაცვლოდ გაკეთებული წინადადება გაზარდა

ლაციო აინტრახტიდან ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და არწივებმა გერმანელებს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს.

ლაციოს კოსტიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს და SportItalia-ს ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი მზად არის მის სანაცვლოდ გერმანელებს 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს ინფორამციით, ლაციო აინტრახტის პასუხს ხვალამდე დაელოდება და უარის შემთხვევაში, გუნდი ვერონას ძაკანის გაფორმებაზე გააკეთებს აქცენტს.