Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ ლუის ალბერტომ ფასი დაადო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ლუის ალბერტოს სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს და იმედი აქვს, რომ ამ თანხის გამო მას მსურველები არ გამოუჩნდება.

28 წლის ფეხბურთელი ლაციოს ლივერპულიდან 2016 წელს, 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სიმონე ინძაგის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა.

მის ანგარიშზე ბიანკოჩელესტის მაისურით ჩატარებულ 170 მატჩში 34 გოლი და 47 საგოლე გადაცემაა.

Il Messaggero-ს ცნობით, ევროპული გრანდების მხრიდან გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, ლოტიტოს ფეხბურთელის შენარჩნება სურს და მას ისეთი ფასი დაადო, რომელსაც სავარაუდოდ არც ერთ გუნდი არ გადაიხდის…